ექსტრიმალური ტური

ექსტრიმ ტური

ექსტრიმ ტური არის დასვენების ექსტრემალური სახეობების კომბინაცია. ადამიანები ყოველთვის მიისწრაფვიან ახალი ემოციების მისაღებად. ეს ემოციები ცხოვრების ბოლომდე რჩებათ. რუტინული დასვენება უკვე აღარავის აინტერესებს და ყველა ცდილობს აღმოაჩინოს რამე ახალი საკუთარი თავისთვის. თუ თქვენ მიეკუთვნებით ესეთ ადამიანების რიცხვს, მაშინ ექსტრიმ ტურები თქვენთვისაა შექმნილი!

რას მოიცავს ექსტრიმ ტური

ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ ექსტრიმ ტურს, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

რაფტინგი (ჯომარდობა). რაფტინგი არის ექსტრემალური გართობის ნაირსახეობა, როდესაც 6-8 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ნავის და სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით ჩადის მთის მდინარის A წერტილიდან B წერტილში. ასეთი ჩასვლის დროს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ის, თუ რამდენად გუნდურად მოქმედებს ჯგუფი.

თოკების ექსტრემალური გზა. გზა შედგება 28 ბილიკისგან. მის გასავლელად, გარკვეულ სიმაღლეზე მყოფ მონაწილეებს მოუწევთ სპეციალური დამხმარე ობიექტების გამოყენება (სპეციალური თოკები, ZIPLANE და ა.შ.). გზაზე შეგხვდებათ ძალიან ბევრი დაბრკოლება.

გასეირნება პარაპლანით. ოდესმე გიფიქრია იმაზე, თუ რა მაგარი იქნებოდა ფრენა რომ შეგეძლოს? საკუთარი თავი თავისუფალ ჩიტად რომ გეგრძნო, რომელიც დაფრინავს და სიმაღლიდან დასცქერის ამ პრობლემებით სავსე სამყაროს? სწორედ ასეთ ემოციებს მოგანიჭებს პარაპლანით გასეირნება, რომელიც შედის ჩვენს ექსტრიმ ტურში. ჩვენი პარტნიორები უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებას, მუდმივად აკვირდებიან ინვენტარის გამართულობასა და ამინდის პროგნოზს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ 100% გარანტია, რომ იქნები უბედური შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაცული.

ტური კვადროციკლებზე. 10-კაციანი ჯგუფი ლიდერის თამადობით კვადროციკლების გამოყენებით მიემართება გუდაურთან ახლოს მდებარე ულამაზეს ტბასთან. რელიეფური ადგილმდებარეობა არ მოგცემს მოდუნების საშუალებას, ხოლო მთიანი ბუნება აგავსებს ენერგიით, დრაივითა და მოტივაციით.

ცხენებით გასეირნება. ძველ დროს ცხენი იყო გადაადგილების ერთადერთი საშუალება. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მისი, როგორც ტრანსპორტის, აქტუალურობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სოფელში ის დღემდე რჩება გადაადგილების ერთადერთ საშუალებად. ცხენზე გასეირნების უნარი არასდროს იქნება ზედმეტი. ტური მოიცავს სწავლებას და 4-საათიან ჯირითს საქართველოს ულამაზეს მთიან რეგიონში.

ექსტრიმ ტური – პროგრამა

1-ლი დღე – ტრანსფერი აეროპორტიდან, check in სასტუმროში, ღვინის დეგუსტაცია, ვახშამი სასტუმროში.

ექსტრიმ ტური იწყება მაქსიმალური კომფორტით! Check in არის 4-ვარსკლავიან სასტუმრო „ჯაზში“, რის შემდეგ იქნება ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი.

სასტუმროში არსებული 44-ვე ოთახი გამოირჩევა სიდიდით და კომფორტაბელურობით. ნომრებში არის ყველა საჭირო სააბაზნო ინვენტარი, ფენი, დიდი ტელევიზორები, მაცივარი და აივანი. დილით – უგემრიელესი საუზმე უზარმაზარ სამზარეულოში. მე-6 სართულზე არის ვერანდა.

დღე მე-2 – ჯომარდობა და თოკების ბილიკები, ქართული კერძების დამზადების მასტერ-კლასი, სადილი რესტორანში

დილით, სასტუმროში საუზმის შემდეგ მივემგზავრებით ფშავში, სპეციალურად მოწყობილ პარკში, სადაც ტარდება ჯომარდობა და ექსტრემალური სიარული თოკების გზაზე. ამის შემდეგ ჩაგიტარდებათ ხინკლის, შოთის პურის, ბადრიჯნის და ჩქმრულის დამზადების მასტერ-კლასი. მასტერ-კლასის დამთავრების შემდეგ მივდივართ რესტორანში, რომელშიც დააგემოვნებთ სხვადასხვა კერძს (მათ შორის თქვენ მიერ დამზადებულებს) და ქართულ ღვინოს. ვბრუნდებით თბილისში, სადაც გექნებათ თავისუფალი საღამო და ქალაქში გასვლის შესაძლებლობა.

დღე 3 – მივემგზავრებით გუდაურში პარაპლანზე გასასეირნებლად, კვადრო-ტური, რესტორანი, თბილისში დაბრუნება

ექსტრიმ ტურის მესამე დღე, სავარაუდოდ, ყველაზე საინტერესო იქნება რამოდენიმე მიზეზის გამო:

  • გზა თბილისიდან გუდაურში ძალიან მრავალფეროვანია. გზაში თქვენ ნახავთ ქართული ბუნების ნამდვილ სილამაზეს.
  • პარაპლანზე გაფრენა მოგანიჭებთ უმაგრეს ემოციებს. არასდროს დაგავიწყდებათ პარაპლანზე გასეირნება ულამაზებს კლდეებს შორის.
  • ტბა, რომელზეც მივდივართ კვადრო-ტურში ძალიან-ძალიან ლამაზია.

 

დღე მე-4 – ცხენებით გასეირნება

სასტუმროში საუზმის შემდეგ მივემგზავრებით სოფელ ღვევში, თრიალეთის ქედის მიმართულებით (თბილისდან 100 კმ მანძილზე). ცხენზე ჯირითის სწავლების შემდეგ, იწყება გასეირნება, რომელიც საშუალოდ 4-დან 6 საათამდე გაგრძელდება. გასეირნება შეიცავს ლანჩს და სადილს რესტორანში. თქვენ შეისწავლით ცხენზე ჯირითის ძირითად პრინციპებს და შეძლებთ დამოუკიდებელ ცხენოსნობას, ხოლო რუსულ და ინგლისურ-ენოვანი გიდები მოგაწვდიან სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას მთელი გასეირნების მანძილზე. ვბრუნდებით თბილისში.

 

დღე მე-5 – ექსტრიმ ტურის დასასრული: საუზმე, check out, ტრანსფერი აეროპორტში

ეს არის ჩვენი ექსტრიმ ტურის ბოლო ეტაპი. ხელს შევუწყობთ თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსფერს სასტუმროდან აეროპორტში. 

ექსტრიმ ტურის ფასი და პირობები

ტურის ფასი ერთ ადამიანზე 610$ შეადგენს. მონაწილეების მინიმალური რაოდენობაა – 10. ყველაფერი ზემოხსენებულის გარდა, ტურის ფასში ასევე შედის: ტრანსფერები, 4 საუზმე, 1 ვახშამი, 2 სადილი და 1 ლანჩი.