კორპორატიული ტური

კორპორატიული ტური – საუკეთო არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ კოლექტივის გაერთიანება ან უბრალოდ თანამოაზროვნეებთან ერთად კარგი დროის გატარება. რაც უფრო კარგად იცნობენ კოლეგები ერთმანეთს, რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ერთმანეთთან არაფორმალურ ვითარებაში, მით უფრო გაუადვილდებათ კოოპერირება და გუნდური მუშაობა სამსახურის ფარგლებში.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ მაქსიმალურად ინდივიდუალიზირებული ტური.

კორპორატიული ტური – რას გთავაზობთ (პროგრამა)

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მზად ვართ შემოგთავაზოთ შემდეგი:

  • დასახლება 4-ვარსკლავიან სასტუმროში
  • საკონფერენციო დარბაზი ყველა საჭირო ინვენტარით (პროექტორი, მიკროფონი, დაფა, ბლოკნოტები, კალმები, ყავა/ჩაი, წყალი და ა.შ.)
  • ტრანსფერები ყველა მიმართულებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს
  • სტანდარტული ტურები (3-დღიანი, 6-დღიანი, 9-დღიანი ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში)
  • ექსტრიმ ტურები (კორპორატიული ტურის ძალიან კარგი დანამატია, რადგან ექსტრემალური საქმიანობა მისცემს მაქსიმალურ დრაივს თქვენს კოლეგებს)
  • კორპორატიული ღონისძიებების და საღამოების დაგეგმვა
  • რესტორნები (შოუ-პროგრამით და გალა-ვახშმით)
  • ბიზნეს-ექსკურსიები სხვადასხვა საწარმოებში

корпоративный тур

 

კორპორატიული ტურის ფასი

კორპორატიული ტურის ფასი ყოველთვის განსხვავებულია. ის დამოკიდებულია იმ ღონისძიებების კომპლექსზე, რომლებსაც აირჩევთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რას აირჩევთ, ჩვენი პერსონალი მოახდენს ყველაფრის ორგანიზებას უმაღლეს დონეზე. 15-კაციანი და მეტი რაოდენობის ჯგუფის შემთხვევაში, მზად ვართ სასტუმროს ნომრებზე გავაკეთოთ დამატებითი ფასდაკლება.