სადღესასწაულო ტური

 

სადღესასწაულო ტურები

სადღესასწაულო ტური არის ძალიან კარგი საშუალება დაპატიჟოთ თქვენი ახლობლები, მეგობრები და ნათესავები მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად (დაბადების დღე, ქორწილი და ა.შ.) სხვა ქვეყანაში და მიიღოთ მაქსიმალურად დადებითი ემოციები.

ვისთვის არის განკუთვნილი სადღესასწაულო ტურები

ბოლო დროს სადღესასწაულო ტურები უფრო დიდი და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მომსახურება, თუ:

არ იცით სად გადაიხადოთ დაბადების დღე. საკმაოდ ხშირად ადამიანები კითხულობენ: სად გადავიხადო დაბადების დღე? რა გავაკეთო? რა შევიტანო პროგრამაში, რომ სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ. პასუხი საკმაოდ ადვილია: არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე გადაიხადო დ.დ. საყვარელი ადამიანების კომპანიაში ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანაში. გამოდის, რომ ერთი გასროლით კლავთ ორ კურდღელს: იხდით დაბადების დღეს და მოგზაურობთ. მეტიც, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, ჩვენი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი გადაიღებს ყველაზე საინტერესო და სახალისო მომენტებს და გააკეთებს მოკლემეტრაჟიან ფილმს თქვენი სადღესასწაულო მოგზაურობის შესახებ.

არ იცით, სად გადაიხადოთ თაფლობის თვე. თაფლობის თვის საქართველოში გადახდა, ალბათ, საუკეთო გადაწყვეტილებაა, რომელიც შეუძლიათ რომ მიიღონ ახალდაქორწინებულებმა. ჩვენს რომანტიკულად მოწყობილი ლუქს ნომრებს და პროფესიონალურად ორგანიზებულ ინდივიდუალურ პროგრამას შეუძლია გახადოს ეს თვე ძა-ა-ა-ა-ლიან ტკბილი.

გინდათ ასიამოვნოთ მშობლები. როგორ გადავუხადოთ მადლობა მშობლებს იმისთვის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს? საკმაოდ აქტუალური საკითხია... მშობლებისთვის ასეთი სახის სადღესასწაულო ტური არის იდეალური რამ. წინასწარი გვითხარით, თუ რა ინტერესები, გემოვნება და სურვილები აქვთ თქვენს მშობლებს და ჩვენ შევადგენთ ისეთ პროგრამას, რომელიც გახდის მათ საქართველოში ყოფნას მაქსიმალურად კომფორტულს და საიტნერესოს (მივაწოდებთ საუკეთესო ნომრებს, ექსკურსიებს, ტრანსფერებს, გალა-ვახშმებს, სასმელების დეგუსტაცია და ა.შ.)

 

სადღესასწაულო ტურები საქართველოში – რას გთავაზობთ

გთავაზობთ თქვენ და თქვენს ახლობლებს სადღესასწაულო ტურს საქართველოში. მოთხოვნის საფუძველზე შეგვიძლია ჩავრთოთ პროგრამაში:

  • გაჩერება 4-ვარსკლავიან სასტუმროში (საუზმეები, ბარი, ვერანდა, დიდი ოთახები, სასიამოვნო მუსიკა და მეგობრული პერსონალი)
  • ტრანსფერები ნებისმიერ წერტილში (აეროპორტიდან სასტუმროში და პირიქით, ქალაქში, ქალაქგარეთ). ჯგუფის სიდიდიდან გამომდინარე, შეგვიძლია მოგაწოდოთ მინივენებიც და მიკროავტობუსებიც.
  • ტურები. (სტანდარტული ტურები, ექსტრიმ ტურები)
  • ღონისძიებების ჩატარება
  • ფოტო და ვიდეო-გადაღება, მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნა
  • გალა-ვახშმები
  • ქართული სასმელების დეგუსტაცია
  • ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასები

სადღესასწაულო ტურების ფასი

თავისთავად, ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე და იმ ელემენტებზე, რომლებსაც შევიტანთ ტურში. დიდი ჯგუფის შემთხვევაში (15 კაციდან), ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ფასდაკლება სასტუმროს ნომრებზე, რაც დიდი ეკონომიის შესაძლებლობას მოგცემთ.

ჩვენს სასტუმროში გაჩერების შემთხვევაში, ახალდაქორწინებულებს გადაეცემა სერტიფიკატი, რომლითაც მთელი მომდევნო წლის განმავლობაში ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით ჯაზ ჰოტელის ნებისმიერ ნომერზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ დანახარჯები იყოს მინიმალური, განურჩევლად იმისა, თუ რა პაკეტს აირჩევთ.

თუ დაიტნერესტდით სადღესასწაულო ტურში, შეავსეთ ფორმა ქვემოთ და უახლოეს დროში.