გამაჯანსაღებელი ტური

გამაჯანსაღებელი ტური წყალტუბოშს სანატორიუმში

რუტინულ ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვავიწყდება ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. არადა, სწორედ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, ენერგია და ახალი ქმედებების მოტივაცია. გთავაზობთ გამაჯანსაღებელ ტურს წყალტუბოს სანატორიუმში, რომელიც დაგეხმარებათ რთული წლის შემდეგ ჯანმრთელობის აღდგენაში.

გამაჯანსაღებელი ტური წყალტუბოში – პროგრამა

ტურის პროგრამა მოიცავს გამაჯანსაღებელი პროცედურების კომპლექსს წყალტუბოს ერთ-ერთ ყველაზე კარგ სანატორიუმში სახელად “Be Healthy”.

ქალაქ წყალტუბო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ რეგიონში, იმერეთში, კავკასიის მთების ძირში. ჯერ კდიევ საბჭოთა კავშირის დროს ის ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სსრკ დაშლის დროს კურორტები უპატრონოდ დარჩა. თუმცა, 2000 წლების დასაწყისში დაიწყო მისი მასიური რეკონსტრუქცია და დღესდღეობით წყალტუბოს გამაჯანსაღებელი კურორტი მთელს ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ითვლება.

გამაჯანსაღებელი პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ოსტეოქონდროზი
  • არტრიტი, არტროზი, კოკსარტროზი
  • იშიასი, ლუმბაგო
  • ბეხტერევის დაავადება
  • სქოლიოზი
  • მალთაშუა დისკის თიაქარი

წყალტუბოს გამაჯანსაღებელი სანატორიუმი. ტური

მომსახურებაში შედის ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი პროცედურები

ყველაფერი ზემოხსენებულის გარდა, Be Healthy გთავაზოვთ ზოგად გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რომლებიც დაგეხმარებია სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკაში.

ჩვენი სასტუმრო მოგცემთ ყველა პიროვას, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ: ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში და უკუმიმართულებით, 4-ვარსკლავიან სასტუმროში დასახლება (თბილისში ყოფნის დროს), ტრანსფერი წყალტუბოს გამაჯანსაღებელ ცენტრში (სასტუმრო + გამაჯანსაღებელი კომპლექსი) და უკან. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვა საინტერესო ტურები.

წყალტუბოს გამაჯანსაღებელ სანატორიუმში ტურის ფასები

ფასები დამოკიდებულია იმ პაკეტზე, რომელსაც აირჩევთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ ფასები იყოს მაქსიმალურად ადეკვატური. დიდი ჯგუფის შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ დამატებითი ფასდაკლება.